სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებით მოწმობა არის დოკუმენტი, რომელსაც რომელიც გაიცემა პირველადი დოკუმენტის (დაბადების, ქორწინების განქორწინებსი, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, გარდაცვალების და სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის) დაკარგვის ან სხვა რაიმე მიზეზით განადგურების შემთხვევაში.
სახლიდან გაუსვლელად სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მისაღებად, იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება განმეორებითი მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით.
დისტანციური მომსახურებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ იუსტიციის სახლის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.
ონლაინ რეჟიმში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები მისაღებად დაგჭირდებათ დისტანციური მომსახურებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ბიომეტრიული ფოტო სურათი, ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.
ონლაინ რეჟიმში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 50 ლარი.
ონლაინ რეჟიმში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების მისაღებად განაცხადის შევსებისას, თუ დოკუმენტი საჭიროებს თარგმნასა და აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაცის, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა განაცხადის ფორმაში.
დოკუმენტის წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურეობის საფასური შეადგენს 40 ლარს,ხოლო ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხო ენაზე თარგმნის საფასურია 20 ლარი, თუ გნებავთ თარგმინი დოკუმენტის დამოწმება ლეგალიზაციით ან აპოსტილით დამატებით გადასახადია 40 ლარი.
ამ მომსახურებით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტის მიღების თქვენთვის სასურველი ფორმა: მიიღოთ დამზადებული დოკუმენტი საფოსტო მომსახურებით ან დაასახელოთ მესამე პირი (მინდობილი პირი) ვისაც ანდობთ დამზადებული დოკუმენტის მიღებას. პირველ შემთხვევაში მომსახურებას გთავაზობთ ორი გადამზიდავი კომპანია (DHL-ი და TNT), რომლებიც ქვეყნების მიხედვით მომსახურების სხვადასხვა ტარიფსა და დროს გთავაზობთ. თუ თქვენ აირჩევთ დოკუმენტის მიღებას მინდობილი პირის მეშვეობით, აქაც გეძლევათ საშუალება დოკუმენტის გაცემის ადგილად აირჩიოთ ნებისმიერი იუსტიციის სახლი, რომელში გამოცხადებაც უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენი მინდობილი პირისთვის
საფოსტო მომსახურების ვადა და საფასური გადამიზიდავ კომპანიებს განსხვავებული აქვთ, სხვადასხვა ქვეყნებისათვის იგი სხვადასხვა. ელექტრონული განცხადების შევსებისას ავტომატურად იანგარიშება საფოსტო კომპანიის მომსახურების ტარიფები და ვადები.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისა და საფოსტო მომსახურეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარისწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა იუსტიციის სახლში.
განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.
დისტანციური მომსახურეობით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დისტანციური მომსახურების სამსახურის უფლებამოსილი პირისა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. თუ ელექტრონულ განცხადებაში მითითებული მონაცემები არ ემთხვევა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებულ მონაცემებს, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განმეორებითი მოწმობის გაცემაზე. პირადობის ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მიღებაზე.